ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიტანეთის ზოოპარკში მინიატურული ირემი დაიბადა

ბრიტანეთში, ბრისტოლის ზოოპარკში, ლოქდაუნის დროს დაიაბადა პატარა, მინიატურული ზომის ირემი, რომლის სიმაღლე მხოლოდ 20 სანტიმეტრია. მისი სქესი ჯერ ცნობილი არ არის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა ბიბისი წერს.

ეს არის მალაიური ჯიშის ირემი, რომელიც ბოლო ათწლეულში, ამ ზოოპარკში დაბადებული მხოლოდ მეორე ასეთი ჯიშის წარმომადგენელია.

2020 წელს დაბადებული ამავე ჯიშის ირემი ნიდერლანდების ზოოპარკს გადაეცა, სახეობების გამრავლების პროგრამის ფარგლებში.

მალაიური ირმის წარმოშობის ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა.

იტვირთბა....