ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის ნელი ტემპით მიმდინარეობის ორ მიზეზს ასახელებს.
როგორც კულუმბეგოვმა რუსთავი 2-თან საუბრისას თქვა, აღნიშნული მიზეზებია – მოსახლეობის სკეპტიკური განწობა და სასურველი ვაქცინების არარსებობა.
“ჩვენი ვაქცინაცია არის ზღვაში წვეთი და წვეთიც არ არის, რაც ძალიან დასანანია. ჩვენ ორი შესაძლო პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს არის მოსახლეობის სკეპტიკური განწყობა და ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობის არარსებობა. ანუ შეუსაბამობაა – ვაქცინები არ გვაქვს – მოსახლეობას რა ვაქცინაც სურს, ის ვაქცინა არ გვაქვს. ძალიან რთულია ამ დილემის გადაწყვეტა”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, დღის მდგომარეობით, სულ აცრილია 34 897 ადამიანი. დღიურად აცრილთა რაოდენობა კი, 1 560-ია.