aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი – აბასთუმანში დაპირისპირება მოხდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაბა აბასთუმანში მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.

დაჭრილი მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი აბასთუმნის ფილტვის ცენტრშია გადასვენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოხდა.

როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

იტვირთბა....