თბილისი პრაიდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ნინო ბოლქვაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ლესბოსელ წყვილზე თავდამსხმელი სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ბოლქვაძის ინფორმაციით მოძალადე და მისი მსხვერპლები ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ.
“ლესბოსელ წყვილზე მოძალადე, რომელიც მათ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ გაშლილი დანით ემუქრებოდა სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა. მოძალადე და მსხვერპლები ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ”. – წერს ბოლქვაძე.
ლესბოსელ წყვილს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. შემთხვევა 20 აპრილს, მათივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.