ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: ეკლესიის მხარდაჭერა ისევე, როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური

“ეკლესიის მხარდაჭერა ისევე, როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების მიმართ”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ  რუხში, ენგურის ხიდზე მოქალაქეების ტესტირების პროცესის გაცნობისას გააკეთა.

როგორც ჟურნალისტებს ტიკარაძემ უთხრა, კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები სააღდგომოდ რადიკალური და კატეგორიული არ იქნება.

“დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები… საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ სტადიაზე, როცა ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით ორშაბათს იმსჯელებს”, – აცხადებს ტიკარაძე.

შეგახსენებთ, უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი, ხოლო 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....