ქართველი “კანონიერი ქურდი” დავით სებისკვერაძე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი ნახეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი პატიმარი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.
დავით სებისკვერაძემ სამი დღის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 67 წლის იუბილე აღნიშნა.
ცნობისთვის: 2017 წელს ათენის სასამართლომ სებისკვერაძეს, ქართული მაფიის სხვა წევრებთან ერთად, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და ფულის გათეთრება ედებოდა ბრალად.
წყარო: rustavi 2