ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: სააღდგომოდ შეზღუდვები დრამატული და კატეგორიული არ იქნება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები სააღდგომოდ რადიკალური და კატეგორიული არ იქნება.

როგორც  რუხში, ენგურის ხიდზე მოქალაქეების ტესტირების პროცესის გაცნობისას ტიკარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მიმდინარეობს მსჯელობა დამატებით ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომ ეპიდვითარების უკეთ მართვა შესაძლებელი გახდეს.

„საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ სტადიაზე, როცა ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით ორშაბათს იმსჯელებს. ეკლესიის მხარდაჭერა ისევე როგორც გასულ წელს, იქნება აქტიური, სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების მიმართ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები”, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი, ხოლო 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....