ზიმბაბვე წელს 500 სპილოზე ნადირობის ლიცენზიის ტურისტებზე გაყიდვას გეგმავს. აღნიშნული ნაბიჯი ტურისტები მოზიდვას ითვალისწინებს და ტურიზმის აღორძინებას ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას სიენენი ავრცელებს.
როგორც ნაციონალური პარკების დაცვის მენეჯმენტის წარმომადგენელმა ტინაშე ფარავომ სიენენს განუცხადა, “კორონავიურისის პანდემიის გამო შემოსავალებმა მკვეთრად დაიკლო და ეს ნაბიჯიც ამის გამო გადაიდგა”.
ამ განცხადებას ეროვნული რესურსების ცენტრის წარმომადგნელი სიმისო მლევუ გამოეხმაურა და ფაქტს “საშინელება” უწოდა.
“მკაცრად დაისჯება სამოყვარულო სპორტული ნადირობა. ასევე ნებისმიერი აგიტაცია და ინფორმაციის გავრცელება, ადამიანებსა და ცხოველებს შორის კონფლიქტის გამოწვევის შესახებ, ველურ ბუნებაში”, – განაცხადა მელვუმ.
აფრიკული სპილო მიჩნეულია კრიტიკულ საფრთხეში მყოფ ცხოველად, რომლის დასაცავად მრავალი ღონისძიებები ხორციელდება რეგიონში.