ახალი ამბები მთავარი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი 8-ჯერ გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივებსა და მიმდინარე რეფორმებზე  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილიმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

მან დისკუსიის მონაწილეებთან საუბარში განაცხადა, რომ 2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია.

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივებს და  მომავალს ჩვენ ვხედავთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ენერგეტიკის სფეროს რეფორმირების კუთხით აღებული ვალდებულებების სრულ და უპირობო შესრულებაში – ამით მოგვეცემა შესაძლებლობა, მოვიზიდოთ ინვესტიციები, ჩამოვაყალიბოთ გამჭვირვალე ბაზრები და ხელი შევუწყოთ ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის ზრდას. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდა. 2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი. ეს, პირველ რიგში, ხდება იმიტომ, რომ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რომელსაც ვერ მიჰყვება გენერაციის ობიექტების განვითარების ტემპი და იძულებულები ვართ, გავზარდოთ იმპორტი. პროცესი თუ ასე გაგრძელდა, 2030 წლისთვის ჩვენი ენერგომოხმარების 50 პროცენტი დამოკიდებული იქნება გარე წყაროებზე, იმპორტზე და აუცილებლად საჭიროა ამის საწინააღმდეგოდ ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური და გონივრული გამოყენება – ეს არის წყლის, ქარის და მზის  რესურსები, მათ შორის რეზერვუარებიანი ანუ კაშხლიანი სადგურების მშენებლობა იმისთვის, რომ სისტემაში გვქონდეს რეზერვები და სწორედ  რეზერვუარებიანი სადგურები გვაძლევს საშუალებას, მზის და ქარის გენერაციების პროექტების მაქსიმალური ინტეგრაცია  მოხდეს ელექტროსისტემაში” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

განხილვაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე და სხვა  მიწვეული სტუმრები მონაწილეობდენ.

იტვირთბა....