ახალი ამბები მთავარი

მერიამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მუნიციპალურმაინსპექციამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილ იქნა სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ აშენებული ნაგებობები.

“თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო.

არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

იტვირთბა....