სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 13 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
პანაშვიდი სამებაში 23 აპრილს, 17:00 საათიდან და 24 აპრილს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გაიმართება.
13 ადამიანიდან 6 სამხედრო, 7 კი, მშვიდობიანი მოქალაქეა.
იდენტიფიცირებულთაგან 4 ნეშტს სამხედრო პატივით 24 აპრილს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე იგეგმება.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.