გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 აპრილის ჩათვლით, საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. ასევე, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი. ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვას ელოდებიან.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
ქვეყნის მასშტაბით 23 აპრილის პროგნოზი კი ასეთია:
ბათუმში +18 და ფოთში +19 გრადუსი სითბო იქნება,
სოხუმში +18 გრადუსი.
ზუგდიდში +21 გრადუსი,
ახალციხეში +19 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი,
ქუთაისში +20 გრადუსი,
ლენტეხში +15,
ცაგერსა და ამბროლაურში კი 18 გრადუსია მოსალოდნელი,
ცხინვალში +14 გრადუსია მოსალოდნელი
გორში +18,
რუსთავში +22,
თბილისში კი მოსალოდნელია +20 გრადუსი.
თელავში +20,
სიღნაღში +19 გრადუსი სითბო,
ხოლო ყვარელში +21 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი,
თბილისში კი მოსალოდნელია +20 გრადუსი.