ახალი ამბები მთავარი ციტატა

იმნაძე: მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება

იმნაძე

[su_quote]პროგნოზი ძალიან ცუდია. პროგნოზი ისაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება, შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. კიდევ გავიმეორებ, ჩვენზეა დამოკიდებული, პირბადეს რამდენად გავიკეთებთ, სუფრებს თავს რამდენად ავარიდებთ, რამდენად საფლავებზე ქეიფებს არ მოვაწყობთ, ამაზე იქნება დამოკიდებული ვთქვათ, რომ შედარებით ნაკლები მსხვერპლით გავივლით აპრილის ბოლო-მაისის თვეს… ჩვენ ხომ ეს გავლილი გვაქვს? ჩვენ ხომ ნოემბერი გვქონდა? ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რა ხდებოდა ქვეყანაში? იგივე შეიძლება დაგვემართოს[/su_quote]

ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

იტვირთბა....