ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მღვდელმთავარმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში საგანგებო განცხადება გაავრცელა.
მიტროპოლიტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აპირებს იმ 3 სასულიერო პირის ეკლესიიდან განკვეთას აპირებს, რომლებიც სალხინოს ტაძარში მომხდარ დაპირისპირებაში მთავარ როლს ასრულებდნენ.
მისი თქმით, თუ ისინი ამ ქმედებას მის წინაშე საჯაროდ არ მოინანიებენ, ამ შემთხვევაში შეუნდობს.
“დიაკონი ანანია ამბიონზე ავარდა და ამან გამოიწვია ხალხის გაღიზიანება, საბოლოო ჯამში, ჩოჩქოლში გადაიზარდა და ჩაიშალა ლოცვა. მერე თვითმარქვია წინამძღვარმა განაცხადა, რომ აღდგომამდე დაკეტილია მონასტერიო, მას არანაირი გადაწყვეტილების უფლება არ გააჩნია. მისი გადაწყვეტილებები არაფერს არ ნიშნავს.
რადგან საჭირო გახდა, რომ უფრო მტკიცე ზომები მივიღო, სხვა გზა არ დამრჩენია, დღეს ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ: თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, გადაწყვეტილებას ვღებულობ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი და დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული.
ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს ასევე განვკვეთავ თუ არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ ისიც არ შეწყვეტს, მივიღებ ზომებს,” – განაცხადა მიტროპოლიტმა
შეგახსენებთ, დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მოხდა მიტრპოლიტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.