ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სტოლტენბერგი: მივესალმები შეთანხმებას საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა და სასიამოვნო უწოდა ფაქტს, რომ პოლიტიკური ძალები შეთანხმებამდე მივიდნენ. მან ეს განცხადება სოციალური ქსელი ტვიტერით გაავრცელა.

მან ასევე მადლობა გადუხადა საქართველოს მიერ ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის.

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა. აღვნიშნე, რომ მივესალმები შეთანხმებას საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები შავი ზღვის რეგიონში და ჩვენი საერთო შეშფოთება რუსეთის სამხედრო შეიარაღების თაობაზე. მე მას მადლობა გადავუხადე საქართველოს მიერ ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის”, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, პოლიტიკურმა პარტიებმა შარლ მიშელის დოკუმენტს პრეზიდენტის სასახლეში მოაწერეს. რის შემდეგაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამეტში შევიდა. შეთანხმებით გათვალისწინებულია ასევე, ოპოზიციური პარტიების თქმით პოლიტპატიმრების ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.

იტვირთბა....