ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სანაია უცნობზე: რამდენს დაჰპირდით, მიეცით რამე ტენდერი, მოკვდა ნერვიულობით

მომღერალი გია (უცნობი) გაჩეჩილაძე ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნულ ფაქტს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

უცნობი და ჯაპანა აქციებს გეგმავენ თურმე ჩემ წინააღმდეგ. თავდამსხმელების გათავისუფლების მოთხოვნით. მაგისტრალებს გადავკეტავთო. თან სანიზე ლაპარაკობენ დაუსრულებლად. ერთი წლის ბავშვს რა სტრესი მიადგა, რა იცის ბავშვმა სტრესიო.

ჯერ ერთი, უცნობისაც და ჯაპანასიც ორივეს დედას შე…ი და მეორეც, ფეხები ვერავის მოსჭამოთ ძირში, თქვე ფარჩაკებო.

რამდენს დაჰპირდით ამ სი…ს, ბიჯო, მიეცით რამე ტენდერი, მოკვდა ნერვიულობით”, – წერს ვახო სანაია.

გია გაჩეჩილაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე “არაფერი მომხდარა” და ვახო სანაია “გალახული არ არის”. ამის შესახებ მან მის გადაცემაში, კიდობანი ისაუბრა.

ცნობისათვის, ვახო სანაიასა და მის ოჯახს 25 თებერვალს, გვიან ღამით, თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს. საქმეზე ბრალდებულ სამი პირს, სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....