ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზმა რუს დეკანოზთან ერთად მოსკოვის ეკლესიაში ლიტურგია აღავლინა

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მოსკოვში, წმინდა გიორგის ტაძარში ლიტურგია ჩაატარა. როგორც ირკვევა, მასთან ერთად მსახურობდა დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი, რომელიც ამავდროულად მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეა.

რუსი სასულიერო პირი ფეისბუქზე წერს, რომ ლიტურგია 18 აპრილს ჩატარდა, დიდმარხვის მე-5 კვირას, ეგვიპტის წმინდა მარიამის ხსენების დღეს, რუსეთის პატრიარქის, კირილის კურთხევით. ბალაშოვის განცხადებით,  მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესიაში ქართული მართლმადიდებლური საზოგადოება სულიერად იკვებება.

იტვირთბა....