ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რამდენი დეპუტატი იკრიბება პარლამენტში დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ

მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს, პარლამენტში, ჯამში 114 დეპუტატი იყრის თავს, რაც საკმარისია ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებისთვის და შემდეგ მიღებისთვის.

საკანონდებლო ორგანოში ქართული ოცნების  პარტიული სიით 60, ხოლო მაჟორიტარულით – 30 დეპუტატია. აქედან ოცნება დატოვა 6-მა დეპუტატმა. მათი თქმით, ისინი გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და აღარ აპირებენ მმართველ გუნდში დარჩენას.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, პარლამენტში ვიხილავთ 2 დამოუკიდებელ დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან, – სალომე სამადაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს. ლელო საქართველოსთვის 4 დეპუტატს, გირჩი – 3, გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის – 1, სოციალ-დემოკრატები – 4, ევროპული საქართველო – 3, სტრატეგია აღმაშენებელი – 3, მოძრაობა მოქალაქეებისთვის  – 2 და რესპუბლიკური პარტია – 2. ჯამში კი მომდევნო კვირაში, პარლამენტში 114 დეპუტატი იქნება.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში 27 აპრილის პლენარული სხდომის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში გამოსცემს შეწყალების აქტს.

იტვირთბა....