[su_quote] ვხედავთ, რომ საფუძველი არ არსებობს, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება ვერ დატოვოს, ის გაჯიუტებულია და ფაქტობრივად საკნიდან არ გამოდის. ეს მდგომარეობა არასერიოზულია და ერთი რამით აიხსნება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ თვეების განმავლობაში შეთანხმების ჩაშლა რამდენჯერმე წარმატებით შეძლეს, გუშინწინ ჩაშლის ყველა შესაძლებლობა ჩაეკეტათ და ახლა ისინი აგონიაში არიან, ცდილობენ, იქნებ, შეთანხმების აღსრულება შეაფერხონ და ამით მღელვარება შემოიტანონ. მათი დესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხებულია და ეს მარცხი უკვე აღიარეს [/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა პირველ არხთან განაცხადა.