ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის საელჩოს თანამშრომელი კონსულტაციებზე დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილე დაიბარეს. ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რა საკითხებს შეეხება ეს შეხვედრა ამაზე დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი აშშ-ში, მიმდინარე კვირაში გაემგზავრება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით,  ჯონ სალივანი კონსულტაციების გავლის შემდეგ დაბრუნდება მოსკოვში.

იტვირთბა....