ახალი ამბები მთავარი

ოზურგეთში მოვაჭრეები ერთ-ერთი მაღაზიის დაბალ ფასებს აპროტესტებდნენ

ოზურგეთში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ტანსაცმლის და ფეხსაცმლის  საბითუმო მაღაზია „მავნეს“ წინააღმდეგ  მოვაჭრეებმა პროტესტი გამოთქვეს.  ამის შესახებ ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.

პროტესტის მონაწილეები მაღაზიასთან მივიდნენ და თანამშრომლებს პრეტენზიები წაუყენეს, თუ რატომ ყიდდნენ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს მათზე იაფად.

ადგილზე მისული იყო საპატრულო პოლიცია. პროტესტი პოლიციის გამოჩენის შემდეგ შეწყდა.

საბითუმო მაღაზია მავნე ოზურგეთში ახლახან გაიხსნა და აქ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც ამ ხმაურს შეესწრნენ, ამბობდნენ, რომ მოხარულები არიან ასეთი საბითუმო მაღაზიის გახსნით.

იტვირთბა....