ახალი ამბები

მალტაზე ჩასვლის შემთხვევაში მოგზაურობა დაგიფინანსდებათ

მალტა ტურიზმის განსავითარებლად ახალი პროგრამის განხორციელებას გეგმავს. მალტის ტურიზმის მინისტრმა კლეიტონ ბარტოლომ განაცხადა, რომ მოგზაურები, რომლებიც მალტაში წასვლას გადაწყვეტენ და იქ 2 დღეზე მეტხანს დარჩებიან, 200 ევროს მიიღებენ. ამის შესახებ პუბლიკაციას ფორბსი აქვეყნებს.

ის ვინც ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დარჩება, 150 ევროს მიიღებს, ხოლო ის ვინც სამვარსკვლავიან სასტუმროში დარჩება 100 ევროს. მათ კი ვინც მალტის ერთ-ერთ კუნძულ, გოზოს ეწვევიან, 10 %-ით მეტი ფასდაკლება ექნებათ.

ამ წამახალისებელ პროგრამას მალტა, სავარაუდოდ ზაფხულიდან აამოქმედებს. ტურიზმს პანდემიამდე მალტის ეკონომიკაში მთლიანი შემოსავლის 27 % შეჰქონდა.

იტვირთბა....