ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის ფინანსთა მინისტრი სააკაშვილს: შენ ხარ შულერი და ყალბი ისტორიის მქონე

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შულერი და ყალბი ისტორიის მქონე ადამიანი უწოდა. ამის შესახებ უკრაინული პრესა წერს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ის სააკაშვილისგან ამგვარ შეურაცხყოფას არ აიტანს და პასუხს სათანადოდ გასცემს.

“ეს არის შულერი, რომელიც დიდი გზიდან მოვიდა. მე მივმართავ მას, პირობითად ამხანაგო,  გვაჩვენე რა შეგიძლია? შენ უკვე აჩვენე უკრაინაში გუბერნატორობა და ახლა უბრალოდ საპნის ბუშტის გაბერვას ცდილობ. ახლა მე მომადგა. მე ამას არ მოვითმენ. მივმართვა მას, რომ შენ ხარ “ფეიკი” და შენი ისტორია ყალბია. შენ გკვებავენ იმით, რომ თითქოს, ხელით უნდა გატარონ”, – განაცხადა მარჩენკომ.

უკრაინის ფინანსთა მინისტრამ აღნიშნა, რომ სააკაშვილს არაფერი გაუკეთებია უკრაინისთვის, რომ მითითებებს იძლევა და მას რაიმეში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ფინანსთა მინისტრს იაფასიანი ფიგურა და ქურდი უწოდა. მან მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ამაზე ყურადღება გაამახვილოს.

იტვირთბა....