სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შარლ მიშელთან შეხვედრა საბოლოო ამნისტიის დეტალების შესათანხმბელად იყო.
“ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საბოლოო პრცედურა შეგვეთანხმებინა. სამშაბათს ჩვენ ყველანი ერთად ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს პარლამენტში. როგორც კი ეს კანონი რეგისტრირდება, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა რომ ამის შემდეგ იქნება შეწყალების აქტი მიღებული ანუ ეს ნიშნავს რომ შეწყალების აქტით რურუა გათავისუფლდება სამშაბათს და ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას რომელიც შეეხება იმ მუხლებს რომლითაც პასუხისგებაში მიცემული არიან დღეს ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულზე მათ შორის მელია თამლიანი და აშ. ასევე ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა რომ პროცედურული საკითხებიდან გამმდინარე რაც შეიძლება სწრაფად მოხდება მიღება ამ კანონის რომ გათავისუფლდეს მელია საპატიმროდან”- განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, შარლ მიშელის დოკუმენტს მმართველმა ძალამ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს, რის შედეგადაც გიორგი რურუასა და ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის პროცედურებისგანხილვა და განხორცილება დაიწყო.