მთავარი სოციალური ქსელი

ხიდაშელი: მდგომარეობა გაუარესდა და საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა  და კვლავ საავადმყოფოში მოუწია დაბრუნება

“ვწევარ საავადმყოფოში პულტით ხელში. დიდი ხნის შემდეგ პირველად საინფორმაციოების ყურება გადავწყვიტე და ვფიქრობ გაოგნებული – როგორ ვცხოვრობდით გადახვევის ფუნქციის, ან უცხოური არხების გარეშე? ვიცი, გაინტერესებდათ. P.S. საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება, ვინაიდან მდგომარეობა სახლშო ყოფნის დროს გაუარესდა, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ორივე კერზე საიმედო ხალხის ხელში დროულად აღმოვჩნდი, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი”, – აცხადებს ხიდაშელი.

ხიდაშელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოხვდა. ის კლინიკიდან 16 მარტს გაწერეს.

იტვირთბა....