ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

ყოფილ პოლიციელი დერეკ შოვინი დამნაშავედ სცნეს მეორე და მესამე ხარისხის მკვლელობებში, ასევე, გაუფრთხილებლობით მკვლელობაში. გადაწყვეტილებაში 12 ნაფიცი მსაჯულების პოზიცია ერთიანი იყო.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სამი კვირის განმვალობაში გრძელდებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ათეულობით მოწმეს მოუსმინეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი პოლიციელების ქმედების შედეგად დადგა.

სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, – “სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის იმის წინაპირობა, რომ სისტემურ რასიზმს საბოლოო პასუხი გაეცეს”.

დერეკ შოვინს ციხეში რამდენიმე ათწლეულის გატარება მოუწევს.

 

იტვირთბა....