[su_quote]გუშინ ოპოზიციურმა პარტიებმა, ფაქტობრივად, მიატოვეს ნაციონალური მოძრაობა, ეს არის ფაქტი და გაწირეს ნაციონალური მოძრაობა მარგინალიზებისთვის და შემდეგ განადგურებისთვის. დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობა, რომ დარჩეს გარეთ მარტო, აუცილებლად რეპრესიები დაიწყება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და შებრძანებული პოლიტიკური ძალები კრინტს არ დაძრავენ. ჩემთვის ეს მოსალოდნელი იყო. ჩათვალეთ, ეს პარტიები, შემდეგ პარლამენტში ვერც ერთი მოხვდება. გუშინ მათ შეგნებული ღალატი ჩაიდინეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. რომ არა დღეს მიხეილ სააკაშვილის ფანტასტიკური განცხადება, რომელმაც ამოაყირავა სიტუაცია, ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა მე გუშინ ღამე, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ, [მიხეილ სააკაშვილმა] ნაციონალური მოძრაობა არა მარტო დაშლას გადაარჩინა, არამედ ძალიან სერიოზული რეპრესიები დაიწყო ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში და ქართულ პოლიტიკაში კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი არის მიხეილ სააკაშვილი, დანარჩენი ქართული პოლიტიკური სპექტრი ინსტიქტებით მოქმედებს[/su_quote]
ეს განცხადება პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ფორმულას ეთერში განაცხადა.