ლელოს ერთერთი ლიერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ნიკა მელიასთან ციხეში მივიდა, რადგან წარმოუდგენელია ადგილობრივი არჩევნების ჩატარება მელიას გარეშე და სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მივიდა.
“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულების მთავარი მიზანი იყო საპატიმროდან ამ ადამიანების გამოყვანა, აქედან გმომდინარე მე მინდა ნიკა მელიასთან ვისაუბრო ამ თემაზე. მისი პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს პრობლემა გადაწყდეს, ბატომ მიშელთან საუბრისას ჩვენ ხაზი გავუსვით, ჩვენი სრულფასოვანი მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში ვერ შედგება თუკი მელია არ იქნება საპატიმროდან განთავისუფლებული. გიორგი რურუას საკითხი პრაქტიკულად გადაჭრილია და ეს არის საათების და დღეების საქმე. მელიას გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გრიზისიდან გამოსვლისათვის, იმიტომ რომ მელიას გარეშე ოპოზიციის მომზადება ადგილობრივი არჩევნებისათვის შეუძლებელი იქნება, ეს არის ენერგიული ლიდერი შესაბამისად მისი განთავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მინდა მასთან საუბარი”, – ამობოს ბადრი ჯაფარიძე.
როგორც ცნობილია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელია უარს ამბობს გირაოს გადახდაზე.