ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თალაკვაძე მელიაზე: მისი გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფას

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძის თქმით, ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფას. ამის შესახებ, თალაკვაძემ შარლ მიშელთან შეხვედრის მერე განაცხადა.

“ქალბატონმა პრეზიდენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო და ამ გადაწყვეტილების განხორციელების ვადები მან ძალიან მკაფიოდ დაასახელა. რაც შეეხება ნიკა მელიას, შეთანხმება არის უკვე გაფორმებული, არნაირი დამატებული წინადადებები არ ყოფილა.ნიკა მელიასთან დაკავშირებით შეთანხმება და ის განმატება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან ხელმოწერამდე, მკაფიოდ ჩანს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძება და ეს თავად პატიმრობაში მყოფის გადასაწყვეტია, დაეთანხმება თუ არა და შემდეგი ნაბიჯი როცა ოპოზიციონერი კოლეგები შემოვლენ პარლამენტში და მივიღებთ ამნისტიის კანონს”,- ამბობს თალაკვაძე.

როგორც იცით ნიკა მელია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს.

იტვირთბა....