ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერი: დოკუმენტზე ხელმოწერით მელია აღარ იქნება საპატიმროში, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

პრემიერმა იკრალი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით ნიკა მელია საპატიმროში აღარ იქნება და ახლა ოპოზიციის ჯერია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ევროკავშირის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

“ჩვენ ყველამ ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა საფუძველი, მანამდეც იყო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია აღარ ყოფილიყო საპატიმროში. ასე რომ, პასუხი არის გაცემული კითხვაზე – ახლა ჯერი ოპოზიციასა და მათ ქმედებაზეა”, – განაცხადა პრემიერმა.

19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

იტვირთბა....