ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაქრაძე: პლენარულ სხდომებში მონაწილეობას მას შემდეგ მივიღებ, რაც დოკუმენტში არსებული პუნქტები შესრულდება

ოპოზიციის ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, შარლ მიშელთან შეხვედრაზე პარლამენტში მივიდა და განაცხადა, საპარლამენტო საქმიანობაში მას შემდეგ ჩაერთვევბა, რაც დოკუმენტში არსებული პუნქტები იქნება შესრულებული.

“რაც შეეხება პარლამენტში სრულფასოვან დაბრუნებას, ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პლენარულ სხდომებში მონაწილეობის მიღება და სრულფასოვანი მონაწილეობა ჩემი მხრიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიხილავ კონკრეტულ შედეგებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში არის ყველა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას”, – ამბობს ბაქრაძე.

საქართველოს პარლამენტში, ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ხვდებიან.

იტვირთბა....