ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაყოფია: მისი პოზიცია არის მარტივი, ნიკამ საპყრობილე ყოველგვარი გირაოს და სხვა პირობების გარეშე უნდა დატოვოს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ მისი თანაპარტიელები. მათ დოკუმენტის ხელოსმოწერასთან და გათავისუფლებასთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები გაიარეს.

“ნიკა მელიას პოზიცია არის ძალიან მარტივი, ნიკამ საპყრობილე ყოველგვარი გირაოს და სხვა პირობების გარეშე უნდა დატოვოს. ხელმოწერასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს, როცა ის თავისუფალი იქნება, პარტიაში მოვა, თანაპარტიელებს დაელაპარაკება და შემდეგ მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებებს, ამაზე საუბარი ადრეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანი ციხეშია,”, – ამბობს კობა ნაყოფია.

თანაგუნდელების თქმით, მელია თანახმაა საპატიმრო მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვოს.

იტვირთბა....