ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი: შეთანხმების შესრულებას ოცნება არ აყოვნებს

პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს მალე შესრულდეს ის პირობები რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია წარმოდგენილი. ამის შესახებ მან ევროკავშირის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

“რაც შეეხება შეთანხმების შესრულებას, ჩვენი მხრიდან არავითარი შეფერხება არ იქნება, ჩვენი მხრიდან შემიძლია დაგიდასტურომ რომ ჩვენი გუნდის მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება. ჩვენ მომხრე ვართ ყველა ის პირობა მალე შესრულდეს რაზეც ხელი მოვაწერეთ”,- ამბობს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.  ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ფასილიტატორმა ელჩებმა სცადეს და ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მათი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

მოლაპარაკებები ევროპელი პარტნიორებისა და ელჩების მონაწილეობით რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.

იტვირთბა....