ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლომჯარია: ამნისტიის აქტთან დაკავშირებით, შესაძლოა, შეკითხვები გაჩნდეს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ შესაძლოა, ამნისტიის აქტთან დაკავშირებით  შეკითხვები გაჩნდეს.

ომბუდსმენის თქმით, ამის თაობაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, რადგან ამნისტიის პროექტი ჯერ წარმოდგენილი არ არის.

„ამნისტიის აქტთან დაკავშირებით, გვექნება გარკვეული შეკითხვები იმიტომ, რომ იგივე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე, ამნისტიის აქტის შეხება იმ ადამიანებზე, ვინც არასათანადო, არაადამიანურ მოპყრობაში შეიძლება იყვნენ ბრალდებულები და ჩვენ განვიხილეთ აქციის ძალადობრივი მეთოდით დაშლა ამ ჭრილში, ეს შეიძლება იყოს პრობლემური ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან. გააჩნია, რა მუხლებს შეეხება. თუ შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც რეგულირდება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საკითხები, ამ შემთხვევაში იქნება წინააღმდეგობაში სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასგანაც, თუმცა წინასწარ არ გავაკეთებ შეფასებას, არ ვიცი, რა ტიპის ამნისტიის აქტის მიღება იგეგმება“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, დღეს ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან ერთად, ამნისტია ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცავებსაც შეეხებათ.

 

იტვირთბა....