ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა.
მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.