ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე.
მისი თქმით, შეთანხმების მიღწევამ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება გამოიწვია.
ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე და იმედი მაქვს რომ ეს პროცესი გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგებს. ეს არის უკვე გამარჯვება და პირველ რიგში ქვეყნისთვის. დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც
ეს საზოგადოება იყო დაღლილი ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით. ეს არ იყო საქართველოს ღირებულებები. დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც თვლის რომ არის გამარჯვებული.
მიშელის შეთანხმებამ უკვე მოიტანა შედეგები და დაიწყო ინსტიტუტების გაძლიერება. პირველ რიგში პარლამენტის გაძლიერება, რაგდან ეს უკვე არის მრავალპარტიული პარლამენტი. ეს არ უნდა იყოს სიძლუვილის და დაპირისპირების, არამედ ადგილი, სადაც იმ გამოწვევების ადგილი, რაც ქვეყანას ჭირდება. ჩვენ წინსვლით უნდა გამოვირჩეოდეთ და არა უკუსვლით. ახლა პარლამენტი გახდა ქმედუნარიანი.
ასევე გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია. რომელიც უნდა იყოს შემწყნარებლობის, სტაბილურობის და სახელმწიფოს სახე საზღვარგარეთ. რადგან ყველა მხარე აქ შეიკრიბა ხელმოწერისთვის, ეს პრეზიდენტს უბრუნებს იმ როლსა და ნდობას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ფასილიტატორმა ელჩებმა სცადეს და ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მათი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
მოლაპარაკებები ევროპელი პარტნიორებისა და ელჩების მონაწილეობით რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.