ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: თუ იქნება აგრესიული მატება შემთხვევების, შესაძლოა, ლოკალური შეზღუდვების საკითხი დადგეს

საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის აგრესიულად მატების შემთხვევაში, ლოკალური შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს.

გაბუნიას თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, შემთხვევათა მატების ტენდენციაა და მთავარ ბერტკეტს მობილობის შეზღუდვა წარმოადგენს.

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გვაქვს შემთხვევების მატება და ასევე, იზრდება დადებითობის მატება. მობილობის შეზღუდვა არის ჩვენთვის მთავარი ბერკეტი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ იქნება აგრესიული მატება შემთხვევების, შესაძლოა, დადგეს საკითხი ადგილობრივი ლოკალური შეზღუდვების. ფართომასშტაბიან ლოქდაუნზე საუბარი ნამდვილად არ არის”, – უთხრა ჟურნალისტებს თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით  ინფიცირების 1792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

იტვირთბა....