ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

უახლესი თაობის პრეპარატ “ჰარვონით” სახელმწიფო C ჰეპატიტის მკურნალობას უფასოდ განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი – “ჰარვონი”, რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის C ჰეპატიტის მკურნალობას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ამ პრეპარატით ერთი პაციენიტის მკურნალობა 80–100 ათასი აშშ დოლარი ჯდება, თუმცა სახელმწიფო კომპანია “გილეადის” დახმარებით სრულიად უფასოდ უმკურნალებს პაციენტებს.

პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისთან ერთადაც განხორციელდა უპრეცედენტო პროგრამა.

იტვირთბა....