თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე ავტომობილი 9 წლის ბიჭს, ზებრაზე გადასვლისას დაეჯახა.
მოზარდი, მსუბუქი დაზიანებებით, თელავის საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.