ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩარკვიანი ვაშაძეზე: მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია

“მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია”, – ასე ეხმაურება პარტია კანონი და სამართლის ლიდერი თაკო ჩარკვიანი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას.

როგორ ტვ პირველთან საუბრისას ჩარკვიანმა განაცხადა, ვაშაძე, რომელზეც დიდი იმედს ამყარებდა, მეგრელიშვილისა და ელისაშვილის გვერდზე დგას.

“მე ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომელზეც მე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილისა და ალეკო ელისაშვილის გვერდით, იმ დოკუმენტზე ხელის მომწერი, რომელიც იმ საარჩევნო სისტემაზე, რომელზეც მე და გიორგის ათასგზის გვისაუბრია ტექნოლოგიებითა და ციფრული ტექნოლოგიებით, ეს ის დოკუმენტი არ არის. ასე რომ, ჩემგან ნუ ეწყინება. მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია. ეს უკვე მისი პრობლემაა”, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

იტვირთბა....