ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისში ჩინეთის მოქალაქე დააკავეს

შსს ინფორმაციის თანახმად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისის პოლიციამ ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1991 წელს დაბადებული ძინლან ჰ. თბილისში დააკავა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს,” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....