[su_quote]ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები მხოლოდ ლოზუნგები არ არის.
ევროპული მსოფმხედველობა ერთმანეთის აზრის და პოზიციის პატივისცემაა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის. სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ. ყველას ვთხოვ თავშეკავებას და განსხვავებული პოზიციის მიმღებლობისკენ მოვუწოდებ. პოლიტიკურად შეგვიძლია ვიკამათოთ. სახე არ უნდა დავკარგოთ[/su_quote]
ეს სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ დაწერა. მას შემდეგ, რაც სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ის ენმ-ს წევრებმა და მხარდამჭერებმა გააკრიტიკეს. სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიაში მისი ადგილი აღარაა.