ახალი ამბები მთავარი ციტატა

სახალხო დამცველი: მივესალმები შეთანხმების მიღწევას!

მივესალმები შეთანხმების მიღწევას! ეს იყო სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება! შეუთანხმებლობით გამოწვეული შედეგები ქვეყნისთვის უმძიმესი იქნებოდა.
მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა ნიშნავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ასევე, შეთანხმებაში მოყვანილი საკითხების (სასამართო, საარჩევნო რეფორმები, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება) კეთილსინდისიერ შესრულებაზე ძალიან მკაცრ ზედამხედველობას ევროკავშირის და ამერიკის მთავრობების მხრიდან
ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმების ხელმოწერას.
იტვირთბა....