ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მოაწერს თუ არა ხელს პარტია შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს, პარტიის შიგნით კონსულტაციებით გაირკვევა.
“არსებობს კონკრეტული საკითხები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემატური შეფასებები. ამ საკითხებთან დაკავშირებით, გვქონდა დეტალური მსჯელობა. ჩვენი ხედვა გავაცანით ელჩებს, მოვისმინეთ მათი აზრი. ახლა გაიმართება დამატებითი კონსულტაციები პარტიის შიგნით იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ შედგომი პოზიცია”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამ წუთებში პარტიის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა იწყება.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს – სალომე სამადაშვილს, თინა ბოკუჩავას, აკაკი მინაშვილსა და კობა ნაყოფიას შეხვდნენ.