მიხელ სააკაშვილის თქმით, გაუგებარია დასავლელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რატომ არის საუბარი 43%-ზე და არა 50%-ზე. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
სააკაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ე.წ ოცნებამ აღიარა რომ საქართველოში შეიძლება და უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მე მადლობელი ვარ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რომ აქამდე მიიყვანეს საქმე და ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი.
“არის რამდენიმე საკითხი: ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა და 43%-ის დაფიქსირება… რატომ 43%-ზე და რატომ არა 50-ზე ქართველი ხალხის მინიმუმ ნახევრზე 50%+1-ზე. ვინ დაითვლის ?
ისინი დღევანდელი დოკუმენტით ტოვებენ თამარ ჟვანიას და ტოვებენ მთლიანად ქოცების მიერ კონტროლირებად საარჩევნო კომისიას, რომელიც 3%-იც რომ მიიღოს “ოცნებამ” დაუთვლიან 43+1%.
ამიტომ მთავარი კითხვა რაც მე მაქვს:როგორ ხდება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება – ის ახლიდან უნდა დაკომპლექტდეს რა თქმა უნდა. როგორ ხდება პროკურატურის და სასამართლოს დაკომპლექტება.
არსებობს კარგად გამოცდილი პრაქტიკა უკრაინის და ბალკანეთის ქვეყნების, ევროპელების მიერ გაკეთებული სადაც შერჩევას კანდიდატების ახდენს 3 წევრი დანიშნული ევროკავშირის მიერ 3 დანიშნული მთავრობის მიერ 3 დანიშნული ოპოზიციის მიერ – თუ ასე მოხდება მაშინ ხმები დაითვლება პატიოსნად. ჩვენ გვინდა გამოსავლის პოვნა ჩვენ გვინდა გადაწყვეტილების მიღება – ყველამ უნდა შევხედოთ დეტალებს და რეალურ შინაარსს ამ ყველაფრის და მაშინ მოხდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ყველას მიმართ და ქართველი ხალხი თავის გზას იპოვის.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ამ საკითხების გადასაწყვეტად”,- წერს სააკაშვილი.