ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წიკლაური პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: ტყვეთა ვაჭრობის თემის წამოწევა სიტუაციას ამძიმებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალებაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ ის უკანონოდაა დაპატირმებული.

წიკლაურის თქმით, პრეზიდენტს თუ გიორგი რურუას გამოშვება სურს, ყოველგვარი წინაპირობებისა და “ტყვეთა ვაჭრობის” თემის წამოწევის გარეშე უნდა  შეიწყალოს.

“ეს გადაწყვეტილებაც აჩვენებს რამდენად პოლიტიზირებულია საქართველოში გარემო, რამდენად არავითარი კავშირი გიორგი რურუას ციხეში ჯდომას არ აქვს იმასთან, რომ თითქოს მას ჰქონდეს რაიმე დანაშაული ჩადენილი. ეს განცხადება პირდაპირ ადასტურებს, რომ ეს ადამიანი იყო პოლიტიკური მოტივით ჩასმული და მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, რის გამოც ის დააკავეს.

ასევე, ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ ახლა ტყვეთა ვაჭრობის ახალი თემის გახსნა მისი მხრიდან კიდევ უფრო მძიმეს ხდის ვითარებას. თუ მისი სურვილია, რომ შეიწყალოს გიორგი რურუა, მან უნდა შეიწყალოს გიორგი რურუა და გააკეთოს ის, რაც არის პრეზიდენტის მოვალეობა. ის რომ ახლა მოლაპარაკებათა პროცესში უნდა შემოსვლა და ტყვეთა ვაჭრობას იყენებს პოლიტიკური პარტიების შანტაჟისთვის იმ ადამიანების, ვისთვისაც მართლაც ძვირფასია გიორგი რურუას და ნებისმიერი პოლიტპატიმრის ციხეში ჯდომა, ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა მისი მხრიდან,” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება, რის მიხედვითაც ის, გიორგი რურუას შეიწყალებს, თუ ოპოზიციური პარტიები შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ.

იტვირთბა....