ახალი ამბები მთავარი სამართალი ციტატა

ზავრადაშვილი კრიმინოგენურ ვითარებაზე: თუ ადრე მოპარული პურისთვის იჭერდნენ, დღეს ასე არაა

[su_quote]კრიმინოგენური სიტუაციის ნაწილში, შს მინისტრმა გარკვევით ილაპარაკა, რომ სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, არც იმაზე უარესია და არც იმაზე უკეთესია, ვიდრე როგორც ყოველთვის იყო, სამწუხაროდ,. ვისურვებდი, რომ კრიმინალური შემთხვევები რაც შეიძლება ნაკლები იყოს, ნაკლები ყოფილიყო წარსულშიც და ნაკლები იყოს მომავალშიც. რამდენი წლისაც ვარ, იმდენი წლის განმავლობაში, როგორც მესმოდა ამბები, ისე მესმის დღესაც. თუ ადრე ელემენტარულად, მოპარული პურის გულისთვის ადამიანს იჭერდნენ, დღეს ასე აღარ არის, ღმერთის წყალობით და ეს ძალიან კარგია. ჰუმანურია დღეს სისტემა, მაგრამ კრიმინოგენური სიტუაციას რაც შეეხება, ამის სტატისტიკა ფიზიკურად მე უნდა მქონდეს, რომ რამე გითხრათ. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ყველა ნეგატივი, რომელიც შეიძლება ადამიანის გარშემო იყოს, საინფორმაციო ნაწილიდანაც, ცხოვრებაშიც და ყველგან[/su_quote]

ეს განცხადება მეტრონომთან ქართული ოცნების წევრმა ირმა ზავრადაშვილმა საქართველოში კრიმინოგენური ვითარების თემის კომენტირებისას განაცხადა.

იტვირთბა....