ავლაბარში, სადაც საქართველოს ბანკში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, ადგილზე მყოფი პირები მომხდარის დეტალებზე ჰყვებიან. ერთერთი მამაკაცის თქმით, ის გაესაუბრა ქალს, რომელმაც ბანკის ფილიალი თავდამსხმელის ნებართვით დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
“შიგნით შევიდა ბანდიტი, 3 თანამშრომელი ჰყავს და ერთი დაცვა. აქ ვიდექი ბირჟაზე. მოქმედი ბანკია. ერთი ბიჭია იარაღით. იქიდან გამოვიდა მოხუცი ქალი. უთქვია, რომ გამიშვი გაკვეთილები მაქვს ბავშვებთანო. გამოუშვია, მე არ გამოვჩნდები და თქვენ გადითო, შუბლზე მომადო იარაღიო,” – აცხადებს ადგილზე მყოფი მამაკაცი.
თბილისში, მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა.