თბილისში, მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ერთი მძევალი ჰყავს აყვანილი.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.