ახალი ამბები მთავარი ციტატა

ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილზე: 10 წელი სად იყო?

[su_quote]ეს არის ზეპირსიტყვიერება. ადამიანი 10 წელი არაფერს ამბობს და 10 წლის შემდეგ ისეთ რაღაცას იტყვის, რასაც ვერ დაამტკიცებს, არ უშვებთ იმას, რომ ვიღაცას ეს რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს? ზოგადად, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. ამის მაგალითები ბევრჯერ ყოფილა. ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის, რომ იძალადეს – მაშინ 10 წელი სად იყო?! არ უშვებთ იმას, რომ ვიღაცას ეს რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს?![/su_quote]

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის განცხადებას, რომ მასზე ბესო ზანგური ძალადობდა.

გადაცემაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს.  თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

იტვირთბა....